თემა: რელიგიის გავლენა საზოგადოებაზე
სამიზნე ჯგუფი: 7 კლასი 20 მოსწავლე
დრო: 1 თვე
მნიშვნელობა/აქტუალობა: მოსწავლები გაეცნობიან სხვადასხვა რელიგიების ძირითად
იდეოლოგიებს. იმსჯელებენ რელიგიის როლსა და
გავლენაზე საზოგადოების ცხოვრებაში და მათ ტრადიციებზე.
მიზნები და შედეგები: პროექტის მიზანია მოსწავლეები გაეცნონ სხვადასხა
რელიგიებისთვის დამახასიათებელ წეს-ჩვეულებებს, მათ
გავლენას საზოგადოებაზე.
მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევით-შემოქმედებითი,
კომუნიკაციური და ურთიერთთანამშრომლობითი უნარ-ჩვევები.
შეფასების საგანი და
პროცედურები: შეფასდება ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება, მსჯელობა და
ზეპირი პრეზენტაცია.
მასალა და ტექნიკური
რესურსები: სახელმძღვანელო, ისტ., საზოგადოების გამოკითხვა, რვეული, კალამი
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები დაიყოფიან 4 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს
დაევალება გამოიკვლიოს ერთი რელიგიისათვის დამახასიათებელი
წეს-ჩვეულებები და ადათები. თითოეული ჯგუფი აირჩევს ერთ
რომელიმე რელიგიას.
ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების შემდეგ ჯგუფი მოახდენს
მისთვის დაკისრებული დავალების პრეზენტაციას.